კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: კორონავირუსის მეორე ტალღისთვის 12 000 საწოლის მობილიზებას შევძლებთ

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის მეორე ტალღისთვის, შემოდგომა-ზამთარში კლინიკებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჯამში 12 000 საწოლის მობილიზება შეიძლება.

გამყრელიძემ თქვა, რომ საქართველოში სულ 17 000 საწოლია და მათი დიდი ნაწილის დათმობა კოვიდ 19-ის შესაძლო პაციენტებისთივის შესაძლებელია.

"პირველი ტალღის დროს ერთდროულად 500-დან 1500 საწოლამდე იყო მობილიზებული. სტაციონარში ერთდროულად 400-დან 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, როგორც შესაძლებელი შემთხვევა, ისე ინფიცირებული. საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ ამ ადამიანების მართვას თავი კარგად გაართვა, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ თუ იქნა მეორე ტალღა, ქვეყანა კიდევ უფრო უკეთ მომზადებული ვიქნებით". – თქვა გამყრელიძემ.

კომენტარები