კორონავირუსი საქართველოში

ხათუნა ზახაშვილი: იმედია, სექტემბერში მოსწავლეები სკოლაში წასვლას შეძლებენ

NCDC

დაავადებათა კონტროლის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სექტემბერში სკოლებში სწავლა განახლდება. მისი თემით, ეს როგორც საქართველოში, ისე მეზობელ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

"იმედია, რომ სექტემბერში მოსწავლეები სკოლაში წასვლას შეძლებენ. ეს დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარშემო. ეს ჯერ კიდევ დაკვირვების საგანია. იმედია, რომ სწავლას განაახლებენ არა მხოლოდ პირველკლასელები, არამედ სხვა მოსწავლეები. ახლა გავდივართ ყველანაირ სცენარს, რათა შესაძლებელი იყოს უსაფრთხოების ზომების დაცვა, როგორც ისეთ ვითარებაში, როგორიც ახლა გვაქვს, ისე უფრო მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში. ამ სცენარებს გაითვალისწინებს როგორც განათლების სამინისტრო, ისე რეკომენდაციებს გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო. ვიმედოვნებთ, რომ დაცული იქნება ყველა სტანდარტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს უსაფრთხოდ განვაახლოთ სწავლება სკოლებში". – თქვა ხათუნა ზახაშვილმა.

ამ დროის ინფორმაციით, სექტემბერში სკოლებში სწავლა შეიძლება მხოლოდ პირველი და მეორე კლასელებისთვის განახლდეს. სხვა კლასებმა და უნივერსიტეტებმა კი სასწავლო პროცესი დისტანციურად განაგრძონ. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

კომენტარები