ევროპარლამენტი

ევროპარლამენტი მთავრობას: არ აღძრათ პოლიტიკური საქმეები მედიის მფლობელების წინააღმდეგ

europarl.europa.eu

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა კენჭისყრაზე მიიღო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ანგარიშში შესული რამდენიმე შესწორება. სხვა საკითხებთან ერთად შესწორებებში შევიდა მედიის თავისუფლების შესახებ ჩანაწერი.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ მთავრობას, არ ჩაერიოს მედიის თავისუფლებაში და არ აღძრას პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები მედიების მფლობელის წინააღმდეგ.

"ხაზს ვუსვამთ მედიის თავისუფლების მნიშვნელობას, რომელიც თანაბარ წვდომას უნდა უზრუნველყოფდეს პოლიტიკური პარტიებისთვის მომავალი საარჩევნო კამპანიისას. საზოგადოებრივი და კერძო მაუწყებლები პროგრამებში პოლიტიკური შეხედულებების გაშუქებისას უნდა იყვნენ პლურალისტული, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და არა დისკრიმინაციული. ხაზს ვუსვამთ უფასო და ფასიანი რეკლამების რეგულაციის აუცილებლობას, მედიის მფლობელობის გამჭვირვალობის გაუმჯობესებას მედიის მონიტორინგის გაძლიერებით.

მოვუწოდებთ მთავრობას არ ჩაერიოს მედიის თავისუფლებაში, ან პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები არ აღძრას სასამართლოში მედიების მფლობელებისა და წარმომადგენლების წინააღმდეგ. მოვუწოდებთ მთავრობას, გადადგას ნაბიჯები გარეშე თუ შიდა აქტორების წინააღმდეგ დეზინფორმაციის შესაჩერებლად". – წერია შესწორებაში.

 

კომენტარები