ზუგდიდი

ზუგდიდში მდინარეში 15 წლის მოზარდს ეძებენ

ზუგდიდში, მდინარე ჯუმში 15 წლის მოზარდს ეძებენ. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. 

უწყების ცნობით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის ბრიგადები.

სოფელ კიროვის რწმუნებულის, მამუკა ჯოლოგუას თქმით, ბიჭი ნახირს მწემსავდა, რა დროსაც დინებამ გაიტაცა.

"საქონლის გადასარეკად გადადიოდა, რა დროსაც გაიტაცა მდინარემ. მასთან ერთად სხვა ბავშვებიც იყვნენ და ისინი ყვებიან ამას. მდინარე ადიდებულია და ჩქარი დინებაცაა". – ამბობს ჯოლოგუა ინტერპრესნიუსთან საუბარში.

სამძებრო ღონისძიებებში სამაშველო სამსახურთან ერთად მოსახლეობაც არის ჩართული.

კომენტარები