კორონავირუსი საქართველოში

დეკანოიძე: ხელისუფლებას არ ანაღვლებს ადამიანების ჯანმრთელობა

ხატია დეკანოიძე
ენმ

"ხელისუფლებას არ ანაღვლებს ადამიანების ჯანმრთელობა" – ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძე ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების 1 იანვრამდე გახანგრძლივებას, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. 

ამ დროისთვის მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და, შესაბამისად, საპარლამენტო ზედამხედველობის გარეშე, შეზღუდვების დაწესება 15 ივლისამდე შეუძლია. 

"ფიქრობენ, რომ ეს შეზღუდვები გამოიყენონ, მათ შორის არჩევნებისთვის, გამოიყენონ ადამიანების და კრიტიკული აზრის წინააღმდეგ, გამოიყენონ სამოქალაქო აქტივისტებისა და ზოგადად აქტივიზმის წინააღმდეგ". – ამბობს ხატია დეკანოიძე ფორმულასთან

შეზღუდვების 1 იანვრამდე გახანგრძლივების კანონპროექტს კენჭი დღეს, რიგგარეშე პლენარულ სესიაზე უნდა უყარონ. განხილვას ოპოზიციური პარტიები, ევროპული საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ დაესწრებიან. 

ჯანდაცვის კომიტეტმა ცვლილებებს მხარი უკვე დაუჭირა. 

კომენტარები