ნაია რივერა

გამოძიების ვარაუდით, ნაია რივერამ უკანასკნელი ძალები შვილის გადასარჩენად გამოიყენა

Today News Journal

მსახიობისა და მომღერლის, ნაია რივერას ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ პირუს ტბაში იპოვეს.

9 ივლისს, რივერამ ოთხი წლის შვილთან, ჯოზისთან ერთად კალიფორნიაში, პირუს ტბაში დაქირავებული ნავით შეცურა. მოგვიანებით, მაშველებმა ნავში მხოლოდ ჯოზი იპოვეს. ბავშვის თქმით, ისინი ნავიდან ტბაში საცურაოდ ჩავიდნენ, უკან ამოსვლისას დედა გაუჩინარდა.

გამოძიების ვარაუდით, ნავმა ტივტივი დაიწყო, წყალში ჩასულ დედა-შვილს ამოსვლა გაურთულდა. მსახიობს ბავშვის ბორტზე დასაბრუნებლად რამდენიმე ცდა დასჭირდა, მაგრამ საკუთარი თავის ამოსაზიდად ძალა არ ეყო.

"შესაძლოა ნავმა ტივტივი დაიწყო. ნაია რივერას საკმარისი ენერგია აღმოაჩნდა იმისთვის რომ შვილი ნავზე დაებრუნებინა, მაგრამ არასაკმარისი – საკუთარი თავის გადასარჩენად". – ამბობს CNN-თან ინტერვიუში შერიფი ბილ აიუბი.

პირუს ტბასთან რივერას ოჯახის წევრები, ახლობლები და სერიალ Glee-ს მსახიობები შეიკრიბნენ და გარდაცვლილ მეგობარს პატივი მიაგეს.

 

კომენტარები