ლუციფერი

ლუციფერის მეხუთე სეზონის ტრეილერი გამოვიდა

Den of Geek

სტრიმინგ სერვისმა Netflix მისტიკური სერიალის, ლუციფერის, მეხუთე სეზონის ტრეილერი გამოაქვეყნა.

სერიალი თავდაპირველად სატელევიზიო არხ Fox-ზე გადიოდა. სამი სეზონის შემდეგ, თაყვანისმცემლების პროტესტის მიუხედავად, კომპანიამ შოუს დახურვა გადაწყვიტა. უფლებები Netflix-მა მოიპოვა და მეოთხე 2019 წელს გამოვიდა.

ლუციფერი ნილ გეიმანის კომიქსების პერსონაჟია. ჯოჯოხეთის მბრძანებელი დედამიწაზე გადასახლდება და დროის გასაყვანად ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი ბარის მფლობელი ხდება.

ახალი სეზონის პირველი ნახევარი 21 აგვისტოს გამოვა.

კომენტარები