ფასიანი ქაღალდები

ფინანსთა სამინისტრომ 50 მილიონი ლარის შიდა ვალი აიღო

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ფასიანი ქაღალდების ვადიანობა 364 დღეა. აუქციონში მონაწილეობა შვიდმა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 94 მილიონი ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.1%-ით, მაქსიმალური 8.35%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.295%-ით განისაზღვრა.

სახაზინო ვალდებულება ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სახელმწიფო ქაღალდია, რომლის გაყიდვითაც სახელმწიფო ვალს იღებს, რომელსაც შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით ფარავს. შესაბამისად, გაყიდვის მიზანი მთავრობის ხარჯვის მხარდაჭერაა.

კომენტარები