კრიმინალი

შსს: "კრიმინალური ავტორიტეტები" ოკრიბასთან მძღოლებს ფულს სძალავდნენ, სამი პირი დავაკავეთ

ფორტუნა

სამართალდამცველებმა "ქურდული სამყაროს" წევრობისა და ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით სამი პირი - 1971 წელს დაბადებული მ. რ., 1968 წელს დაბადებული ლ. ა. და 1973 წელს დაბადებული კ. დ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ე. წ. კრიმინალური ავტორიტეტები და "ქურდული სამყაროს“ წევრები – ლ. ა., კ. დ. და მ. რ. თბილისში, ავტოსადგურ ოკრიბას მიმდებარე ტერიტორიაზე თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, რომლებსაც საკუთარი ავტომობილებით მგზავრები გადაჰყავდათ, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და "ქურდული გარჩევის" გზით, ყოველთვიურად გარკვეულ თანხას სძალავდნენ". – აცხადებს შსს.

"ქურდული სამყაროს" წევრობისა და გამოძალვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2-ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები