საფანგეთში ბასტილიის დღის აღსანიშნავი აღლუმი პანდემიის გამო ჩვეულებრივზე მოკრძალებულად ჩატარდა.
ხალხის თავშეყრის თავიდან ასარიდებლად ღონისძიება ფართო საზოგადოებისთვის დახურული იყო. 2 500-მდე მოწვეული სტუმარი, რომლებშიც COVID-19-ისგან გარდაცვლილი სამედიცინო მუშაკების ოჯახის წევრებიც იყვნენ, საგანგებოდ მოწყობილი ტრიბუნებიდან სოციალური დისტანციის დაცვით დაესწრნენ აღლუმს. მოწვეულ სტუმრებში იყვნენ ავსტრიის, გერმანიის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წარმომადგენლებიც. საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემაზე დატვირთვის შესამსუბუქებლად ამ ქვეყნებმა COVID-19-ით დაავადებული ფრანგი პაციენტები მიიღეს.
დაახლოებით ორი ათასი სამხედრო კონკორდის მოედანზე ცერემონიისთვის შეიკრიბა. ცერემონია გენერალ შარლ დე გოლისთვის პატივის მიგებით დაიწყო.
ტრადიციულ გადაფრენაში სამხედრო თვითმფრინავებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სატრანსპორტო თვითმფრინავმა, რომელსაც COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტები გადაჰყავდა.