საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

პარლამენტი

პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების 1 იანვრამდე გახანგრძლივების კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, 1 წინააღმდეგ წავიდა.

შეზღუდვების 1 იანვრამდე გახანგრძლივებას კენჭი რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე უყარეს.

ამ დრომდე მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და საპარლამენტო ზედამხედველობის გარეშე შეზღუდვების დაწესება 15 ივლისამდე შეეძლო.

კომენტარები