დეზინფორმაცია

კინზინგერი ქართველ ბოტებზე: მტროლავენ, საცოდაობაა, მაგრამ, გამარჯობა, ეს პუტინის რეჟიმია

PBS

ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი ეხმაურება ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის საგამოძიებო ლაბორატორიის (DFRLab) კვლევას Twitter-ზე გამოვლენილი იმ ყალბი პროფილების შესახებ, რომლებიც კინზინგერსა და სხვა კონგრესმენებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდნენ. 

"რუსი ბოტების მიერ Twitter-ზე დატროლვა? ეს ჩვეული სამშაბათია. ამას აკეთებს პუტინი – ის მიზანში იღებს თავისუფლებისმოყვარე ადამიანებს, ცდილობს, რომ ჩაერიოს დემოკრატიულ არჩევნებში და ხლართავს ქაოსს პირადი სარგებლისთვის. საცოდაობაა, მაგრამ, გამარჯობა, ეს პუტინის რეჟიმია". – დაწერა კინზინგერმა.

DFRLab-ის კვლევის მიხედვით, რომელიც ასოცირებულმა მკვლევარმა, ეთო ბუზიაშვილმა მოამზადა, მას შემდეგ, რაც ადამ კინზინგერმა საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა, Twitter-ზე საეჭვო ანგარიშებმა კონგრესმენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულეს. 

კვლევის მიხედვით, ერთერთი ასეთი ანგარიში, დიდი ალბათობით, Facebook-გვერდთან "ანტილიბერალურ დოქტრინასთანაა" დაკავშირებული, რომელიც ანტიდასავლურ, ანტიოპოზიციურ და პრორუსულ ნარატივს ავრცელებს. 

კომენტარები