ზუგდიდი

მე-3 დღეა, ზუგდიდში, მდინარე ჯუმში, 15 წლის მოზარდს ეძებენ

სამი დღეა, ზუგდიდში, მდინარე ჯუმში, მყვინთავები 15 წლის მოზარდს ეძებენ. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. 

უწყების ინფორმაციით, მოზარდი 13 ივლისის საღამოს გაუჩინარდა. სოფელ კიროვის რწმუნებული, მამუკა ჯოლოგუა ამბობს, რომ ბიჭი ნახირს მწემსავდა, რა დროსაც დინებამ გაიტაცა.

"საქონლის გადასარეკად გადადიოდა, რა დროსაც გაიტაცა მდინარემ. მასთან ერთად სხვა ბავშვებიც იყვნენ და ისინი ყვებიან ამას. მდინარე ადიდებულია და ჩქარი დინებაცაა". – ამბობს ჯოლოგუა ინტერპრესნიუსთან საუბარში.

კომენტარები