ზუგდიდი

დარჩელში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი მაშველებმა მდინარე ჯუმში იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ზუგდიდიში, სოფელ დარჩელში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი მაშველებმა მდინარე ჯუმში იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.  

უწყების ინფორმაციით, მოზარდის ცხედარი გაუჩინარების ადგილიდან 3 კმ-ში იპოვეს. 

მოზარდი 13 ივნისის საღამოს გაუჩინარდა. სოფელ კიროვის რწმუნებულის, მამუკა ჯოლოგუას თქმით, ბიჭი ნახირს მწემსავდა, რა დროსაც დინებამ გაიტაცა.

"საძიებო სამუშაოებში ჩართული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებიდან. ოპერაციაში, ასევე, მონაწილეობდა განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან.

მობილიზებული იყო დრონი და სამი ერთეული მცურავი საშუალება. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობდა ექოლოტის საშუალებით. ადგილზე შექმნილი იყო სამუშაო შტაბი, საიდანაც ხორციელდებოდა ოპერაციის მონიტორინგი". – ვკითხულობთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები