ევროპული საქართველო

კახიძე ტელეკომუნიკაციების კანონპროექტზე: ეს არის ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს დეპუტატის, ოთარ კახიძის აზრით, მარეგულირებელი კომისია ხელისუფლების გაგრძელებაა და დამოუკიდებელი ვერ იქნება, რადგან უმრავლესობაც და კომისიაც კომპანიებზე კონტროლის მოსაპოვებლად ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებენ. 

"სპეციალურ მმართველს აქვს უფლება, შეუჩეროს და შეუზღუდოს [კომპანიებს] მოგების განაწილება, დივიდენდების და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა, ანუ, პირდაპირ, სადამსჯელო, საეგზეკუციო ფუნქციები მიანიჭეთ, რომ ამ გზით სასამართლოს გარეშე აიძულოთ გასვლა ინვესტორს". – ამბობს კახიძე.

კახიძის თქმით, ხელისუფლებას საქმის სასამართლომდე მიტანა არ უნდა, რადგან არბიტრაჟის წაგების ეშინია და აღნიშნული კანონპროექტის შემოტანაც ამას უკავშირდება. 

"ეს არის გზავნილი, რომ ივანიშვილის გარეშე, და ამ შემთხვევაში, ეს მარეგულირებლის თავმჯდომარე არის ივანიშვილის რწმუნებული, მისი ნებართვის გარეშე, მისი მწვანე შუქის გარეშე საქართველოში ინვესტიცია არ უნდა შემოვიდეს. ეს არის პირდაპირ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი და ამის მხარდაჭერით ქვეყნის ინტერესების უკან დახევას დაუჭერთ მხარს". – თქვა ევროპული საქართველოს წევრმა პარლამენტის სხდომაზე. 

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინციატივას, რომლის მიხედვითაც, მარეგულირებელს ენიჭება უფლებამოსილება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ტელეკომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებში ორი წლით დანიშნოს სპეციალური მმართველი.

ინიციატივის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

 

კომენტარები