სკუბი დუს შემქმნელის ჩანაფიქრით, ველმა ლესბოსელია

Know Your Meme

2010 წელს გამოსული ანიმაციური სერიალის, Scooby-Doo! Mystery Incorporated-ის პროდიუსერმა ტონი ჩერვონემ, პროექტის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, ველმას სექსუალურ ორიენტაციაზე ილაპარაკა.

ჩერვონეს თქმით, პერსონაჟი ერთმნიშვნელოვნად ლესბოსელია და პუბლიკას სერიალის ხელახლა ნახვა ურჩია. 

პროდიუსერის ნათქვამს რეჟისორი ჯეიმს განი გამოეხმაურა, რომელიც 2002 წლის ეკრანიზაციისთვის სცენარზე მუშაობდა. მისი ჩანაფიქრითაც, ველმა ლესბოსელი უნდა ყოფილიყო, თუმცა, სტუდიის ხელმძღვანელობამ იდეა დაიწუნა.

 

 

კომენტარები