ცნობილი თავგადასავლების მაძიებელი, დოკუმენტური შოუების ვარსკვლავი, ბეარ გრილსი ახალ პროექტს, World's Toughest Race: Eco-Challenge Fiji-ს იწყებს. Amazon-მა მომავალი სერიალის ტრეილერი გამოაქვეყნა.
გრილის განმარტებით, ათი ეპიზოდისგან შემდგარი შოუ მისი წარსული ნამუშევრების – Survivor, Amazing Race და The Challenge ერთგვარი შერწყმა იქნება.
ახალი დოკუმენტური სერიალი მიმდინარე წლის 14 აგვისტოს გამოვა.