მთავრობა

კიდევ 59 დასახლებული პუნქტი მაღალმთიანი დასახლების სტატუსს მიიღებს

ქართული ოცნება

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 59 დასახლებულ პუნქტს მიენიჭება. 

ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

"ეს გახლავთ გორის, დუშეთის, თიანეთის, ასპინძისა და დმანისის მუნიციპალიტეტები. ფაქტობრივად, გამოდის, რომ 246 000 ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ამ სტატუსით უკვე სარგებლობს, მიემატება 26 000 მოქალაქე.

ამასთან, დუშეთისა და გორის მოქალაქეებისთვის ეს იქნება 19 დასახლებული პუნქტი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია". – თქვა გიორგი გახარიამ. 

პრემიერმინისტრის თქმით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსს მიიღებს გურიაში გომის მთაც. გიორგი გახარია ამას "სამართლიანობის აღდგენას" უწოდებს. 

კომენტარები