კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: სამი ახალი შემთხვევიდან ერთი - სატვირთოს მძღოლია, ორის ინფიცირების წყაროს ვიკვლევთ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევიდან ერთი იმპორტირებული შემთხვევაა და ის სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ორი შემთხვევის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია და ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

"დღეს სამი ახალი დადასტურებული შემთხვევაა და შემთხვევათა რაოდენობა 1006-ია. ერთი არის შემოტანილი შემთხვევა, კვლავ სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ორ შემთხვევასთან დაკავშირებით წყაროს კვლევა გრძელდება", - თქვა ეზუგბაიამ.

კომენტარები