ქართველი სტუდენტები გერმანიაში

თურნავა: გერმანიაში წასასვლელი სტუდენტებისთვის დავამტკიცეთ სუბსიდირებული ჩარტერული ფრენა

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, მთავრობამ იმ სტუდენტებისთვის, ვისაც გერმანიაში სურს წასვლა მოკლევადიანი სამუშაოსთვის, მთავრობამ სუბსიდირებული ჩარტერული ფრენა დაამტკიცა.

"ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ არის გარკვეული რაოდენობა სტუდენტების, ვისაც დროზე ადრე, სწავლის დაწყებამდე სურს ჩასვლა გერმანიაში, იმის გამო, რომ მათ უჭირავთ ხელში დასაქმების კონტრაქტები". - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

"ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ და მთავრობამ სულ ორიოდე დღის წინ დაამტკიცა კიდევ ერთი ე.წ სოციალური ჩარტერი, სოციალური ფრენა, თბილისი-ბერლინი-თბილისი". - აცხადებს ნათია თურნავა.

მისი თქმით, ეს ფრენა სუბსიდირებული იქნება და ის მოუწოდებს სტუდენტებს, დროულად მიმართონ მთავრობის ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, რათა "დაზღვეულები იყვნენ და ჰქონდეთ ადგილი ბორდზე".

"ეს არის სუბსიდირებადი ფრენა და ბილეთები და, აქედან გამომდინარე, ადგილები შეზღუდულია". - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

კომენტარები