ახალი კორონავირუსი საქართველოში

Edison Research: უმუშევრობას მნიშვნელოვან პრობლემად 72% მიიჩნევს, კორონავირუსს - 16%

benjielayug.com

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა - 72% ყველაზე მთავარ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს. მას მოსდევს სიღარიბე - 61% და მზარდი ფასები - 48%.

კითხვაზე, რომელი მნიშვნელოვანი პრობლემები დგას ქვეყნის წინაშე, გამოკითხულთა 26% პასუხობს: ოკუპირებული ტერიტორიები, კორონავირუსს კი, მნიშვნელოვან პრობლემად მხოლოდ 16% მიიჩნევს.  

განათლება კვლევაში მონაწილეთა 12%-ს ჰგონია მნიშვნელოვანი პრობლემა, ხოლო კანონის უზენაესობის ნაკლებობა - 10%-ს.

Edison research-მა კვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში, ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ჩაატარა. კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით 2000 ადამიანი გამოკითხა. კვლევის ცდომილება 2.1%-ია.

კომენტარები