UFC

ლიანა ჯოჯუას პირველი გამარჯვება UFC-ში

ქართველი მებრძოლები

ქართველმა მებრძოლმა, ლიანა ჯოჯუამ UFC-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჯოჯუამ პირველივე რაუნდში მტკივნეული ილეთით დაამარცხა რუმინელი მეტოქე დიანა ბელბიტა, რომლის მოგება/წაგების ბალანსიც ამ ბრძოლამდე 13-5-ზე იყო.

ლიანა ჯოჯუა ერთადერთი ქართველი ქალი მებრძოლია UFC-ში. მისი დებიუტი შარშან შედგა და სარა მორასთან მესამე რაუნდში დამარცხდა. გამარჯვების შემდეგ "ქართველი მგელის" სტატისტიკა კარიერაში 8-3-ზე გახდა.

19 ივლისს "მებრძოლთა კუნძულზე" კიდევ ერთი ქართველი, რომან დოლიძე იჩხუბებს და მისი მეტოქე რუსი ხადიგ იბრაგიმოვი იქნება. მერაბ დვალიშვილი კი, რომელიც მსუბუქი წონის საუკეთესო თხუმეტ მებრძოლში ახლახანს შევიდა, მომდევნო ბრძოლას 16 აგვისტოს, რეიტინგში 12-ე ადგილზე მყოფ ჯონ დოდსონთან გამართავს.

კომენტარები