Edison Research: მოსახლეობის ყველაზე მეტი ნდობა ჯარს აქვს, ყველაზე ნაკლები - პრეზიდენტს

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ყველაზე მეტი ნდობა ჯარს აქვს, ყველაზე ნაკლები კი ქვეყნის პრეზიდენტს. ჯარს გამოკითხულთა 90% ენდობა, ქვეყნის პრეზიდენტს არ ენდობა გამოკითხულთა 59%.

ეკლესია მეორე ადგილზეა, მას გამოკითხულთა 88% ენდობა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს კი მოსახლეობის 79% . 

პოლიციას 70% ენდობა, უნივერსიტეტებს - 69%; ქართულ მედიას - 68%; პრემიერმინისტრს - 63%; ომბუდსმენს - 61%; ადგილობრივ ხელისუფლებას - 57%; მთავრობას - 52%; ცესკოს - 51%; NGO-ებს - ასევე 51%

Edison research-მა კვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში, ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ჩაატარა. კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით 2000 ადამიანი გამოკითხა. კვლევის ცდომილება 2.1%-ია.

კომენტარები