Edison Research: საქართველოში ყველაზე მეტად უკრაინასა და აშშ-ს ენდობიან, ნაკლებად - რუსეთს

Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი უკრაინასა და აშშ-ს ენდობა, ყველაზე ნაკლები - რუსეთს. უკრაინას გამოკითხულთა 93% ენდობა, აშშ-ს კი 92%. 

გამოკითხულთა 90% ამბობს, რომ დიდ ბრიტანეთს ენდობა, 85% - ისრაელს, 74% - თურქეთს, 73% - აზერბაიჯანს, 68% - სომხეთს, 56% - ირანს. 

გამოკითხულთა 72% რუსეთს არ ენდობა. 

Edison Research-მა კვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში, ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ჩაატარა. კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით 2000 ადამიანი გამოკითხა. კვლევის ცდომილება 2.1%-ია.

კომენტარები