PROJECT POWER

მძაფრსიუჟეტიანი ფილმის PROJECT POWER-ის ტრეილერი გამოვიდა

0 კომენტარი
ფოტო: Screen Realm

სტრიმინგსერვისმა Netflix-მა ახალი ფანტასტიკური მძაფრსიუჟეტიანი ფილმის Project Power-ის ტრეილერი გამოაქვეყნა.

მომავალ ფილმში მთავარ როლებს ჯეიმი ფოქსი, ჯოზეფ გორდონ-ლევიტი და მეშინგან ქელი ასრულებენ.

სიუჟეტის მიხედვით ქალაქის ქუჩებში ჩნდება ახალი ნარკოტიკი. ერთი აბი საკმარისია იმისათვის, რომ მომხმარებელს სუპერძალა გაუჩნდეს, თუმცა, რიგ შემთხვევებში, უცნობი წამალი კლავს. პოლიციელი, ნარკომოვაჭრე და ყოფილი სამხედრო აბის შემქმნელების ძებნას იწყებენ.

ახალი ფილმი სტრიმინგსერვისზე მიმდინარე წლის 14 აგვისტოს გამოვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები