უბედური შემთხვევა

ხუთი დღის წინ მესტია-უშგულის გზაზე გადავარდნილი მანქანის მგზავრის ცხედარი მდინარეში იპოვეს

ipress

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში დაკარგული მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა მდინარე მულახურაში იპოვეს. ავტომანქანა მესტია-უშგულის გზაზე 12 ივლისს გადავარდა ხევში. ადგილზე მისულ მაშველებს ავტომობილში არავინ დახვდათ.

"5 დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა საძიებო-სამაშველო ოპერაცია. პროცესში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 40-მდე თანამშრომელი. მათ შორის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მესტიის სამაშველო ჯგუფი. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობდა ექოლოტის საშუალებით. შექმნილი იყო სამუშაო შტაბი, საიდანაც ხორციელდებოდა საძიებო ოპერაციის მონიტორინგი" - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

კომენტარები