კიბერთავდასხმა Twitter-ზე

თაღლითური სქემის ფარგლებში Twitter-ი კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა

0 კომენტარი
ფოტო: reuters

გავლენიანი ამერიკელების Twitter-ის ვერიფიცირებული ანგარიშები ჰაკერების თავდასხმის სამიზნე გახდა. კიბერთავდასხმა კრიპტოვალუტა Bitcoin-თან დაკავშირებული თაღლითური სქემის ნაწილი იყო.

ბარაკ ობამას, ჯო ბაიდენის, ჯეფ ბეზოსის, ილონ მასკის, ბილ გეითსის და სხვების სახელით Twitter-ზე გაჩნდა პოსტები, რომლებიც თითქოსდა საქველმოქმედო ხასიათისა იყო და ხალხს ჰპირდებოდნენ, რომ თუ Bitcoin-ის მითითებულ ანგარიშზე თანხას გადარიცხავდნენ, პოსტის ავტორი მათ ამ თანხას გაორმაგებულს დაუბრუნებდა. 

“თუ 1000$ გადმორიცხავთ, უკან 2000$-ს გამოგიგზავნით” ვკითხულობთ ბიზნესმენების, პოლიტიკოსების და სხვა ცნობილი ადამიანების პოსტებში.

მიუხედავად იმისა, რომ, მაგალითად ილონ მასკის ანგარიშიდან პირველი მსგავსი შინაარსის პოსტი წაიშალეს, რამდენიმე წუთში მასკის სახელით იგივე პოსტი ხელახლა გაჩნდა.

Twitter-ის განმარტებით, კოორდინირებულმა კიბერთავდასხმამ მიზანში ამოიღო ის თანამშრომლები, რომელებსაც საიტის შიდა სისტემაზე ჰქონდათ წვდომა, რამაც ჰაკერებს საშუალება მისცა, თაღლითობისთვის ვერიფიცირებული ანგარიშები გამოეყენებინათ.

მდგომარეობის გამოსასწორებლად ვერიფიცირებულ ანგარიშებს გარკვეული დროით შეეზღუდათ პოსტვის და სხვა სოცმედია საიტის სხვა ფუნქციების გამოყენების საშუალება. Twitter-ის განცხადებით, მიმდინარეობს ინციდენტის გამოძიება და კომპანია აქტიურად მუშაობს მომავალში მსგავსი თავდასხმის გამეორების თავიდან ასაცილებლად.

კიბერთავდასხმა შეეხეო კანიე ვესტის, კიმ კარდაშიან ვესტის, მაიკ ბლუმბერგის, Uber-ის და Apple-ის ტვიტერის ანგარიშებსაც.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები