ამინდი

როგორი ამინდი იქნება 18 ივლისამდე - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოში და 17 ივლისიდან 18 ივლისის დილამდე საქართველოს მთელ ტერიორიაზე დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია გამოიწვიოს, საქართველოს მდინარეებზე - წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მშრალ ხევებსა და პატარა მდინარეებზე - წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში - მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება. ზღვაზე, შესაძლებელია, აღინიშნოს 2-3-ბალიანი ღელვა.

კომენტარები