Edison Research-ის კვლევა

Edison Research: 50%-ის თქმით, პანდემიის დაწყების შემდეგ მის ოჯახს შემოსავალი შეუმცირდა

0 კომენტარი

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ნახევარი - 50% - ამბობს, რომ Covid 19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ მან ან მისი ოჯახის უშუალო წევრმა ხელფასი/შემოსავალი დაკარგა ან შეუმცირდა. ასევე 50%-ის თქმით კი, შემოსავალი/ხელფასი არ შემცირებია/დაუკარგავს.

ამავე გამოკითხვის შედეგებით, კვლევაში მონაწილეთა 82% ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა, საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები "გაცილებით ძვირი" ღირს, ვიდრე კორონავირუსის გავრცელებამდე.

Edison research-მა კვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში, ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ჩაატარა. კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით 2000 ადამიანი გამოკითხა. კვლევის ცდომილება 2%-ია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბოკერია სემეკის კანონპროექტზე: რატომ გეჩქარებათ? ამ კანონის გარეშე დაინგრა ქვეყანა?

კომენტარები