კახეთი

საგანგებო: კახეთში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა, რამდენიმე სახლს ქარმა სახურავი გადახადა

კახეთში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ თელავისა და ყვარლის რაიონები დააზარალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და, ასევე, ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა. 

უწყების ინფორმაციით, ძლიერი სეტყვისა და ქარის გამო 51 შეტყობინება შევიდა.

"ძირითადად, დატბორილი იყო საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და სარდაფები. რამდენიმე სახლს ქარმა გადახადა სახურავი და წააქცია ხეები. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მოსახლეობას წყლის ამოტუმბვაში, ხეების დამუშავებასა და გზის სავალი ნაწილის გასუფთავებაში ეხმარებოდნენ", - ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

კომენტარები