Edison Research: გამოკითხულთა 59% პარლამენტის სათავეში ახალი ძალის ნახვა სურს

ფორმულა

Edison Research-ის გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად გსურთ, რომ მმართველი პარტია ქართული ოცნება დარჩეს უმრავლესობაში, თუ გირჩევნიათ, ახალი პარტია/პარტიები იხილოთ პარლამენტის მმართველობის როლში, გამოკითხულთა 59%-მა უპასუხა, რომ ისურვებდა, პარლამენტში ეხილა ახალი პარტია ან სხვა პარტიებისგან შემდგარი კოალიცია, ხოლო 41% პარლამენტის მმართველის პოზიციაზე ქართულ ოცნებას უჭერს მხარს.

კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 56% თვლის, რომ საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში შემდეგი 12 თვის განმავლობაში ქვეყნის მომავალი უკეთესი იქნება, ხოლო 44% თვლის, რომ ქვეყნის მომავალი უარესი იქნება.

კვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა და შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა 2 000 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.1%-ია.

კომენტარები