Edison Research

Edison Research: გამოკითხულთა 65% გახარიას პოზიტიურად აფასებს, ივანიშვილს - 48%

ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით გამოკითხულთა 35% ნეგატიურად აფასებს გიორგი გახარიას, 65% კი პოზიტიურად.

კახა კალაძეს ნეგატიურად აფასებს 45%, პოზიტიურად - 55%.

ბიძინა ივანიშვილს ნეგატიურად აფასებს 52%, პოზიტიურად - 48%.

ირაკლი ღარიბაშვილს ნეგატიურად აფასებს 55%, პოზიტიურად - 45%.

არჩილ თალაკვაძეს ნეგატიურად აფასებს 63%, პოზიტიურად - 37%.

ირაკლი კობახიძეს ნეგატიურად აფასებს 67%, პოზიტიურად - 33%.

Edison Research-ის გამოკითხვის მიხედვით პარტია ქართული ოცნების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს გამოკითხულთა 67%-ს, პოზიტიური კი მხოლოდ 33%-ს.

კვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა და შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა 2 000 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.1%-ია.

კომენტარები