Edison Research-ის კვლევა

Edison Research: ვის მისცემდით ხმას სამგორის ოლქში - ლევან ხაბეიშვილი 15%, ოცნების კანდიდატი 42%

0 კომენტარი
ფოტო: ტვ. პირველი

Edison Research-ის გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე "ვის მისცემდით ხმას სამგორის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს" გამოკითხულთა 15% ლევან ხაბეიშვილს ასახელებს.

42% ამბობს, რომ მხარს ქართული ოცნების კანდიდატს დაუჭერდა, 9% კი ამბობს, რომ სხვა კანდიდატს. პასუხზე უარი თქვა გამოკითხულთა 34%-მა .

კვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა და შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა 2 000 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.1%-ია.

Edison Research-ის გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე "საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას" გამოკითხულთა 39% პასუხობს, რომ ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 16% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 5% ევროპულ საქართველოს. დანარჩენი შედეგები კი შემდეგნაირად ნაწილდება:

ლეიბორისტული პარტია 3%, ლელო - 3%, ახალი საქართველოსთვის - 3%, პატრიოტთა ალიანსი - 3%, გირჩი - 2%, მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი) - 2%, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის (ნინო ბურჯანაძე) - 1%, გამარჯვებული საქართველო (ირაკლი ოქრუაშვილი) - 1%, სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია) - 1%, თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა) - 1%.

გამოკითხულთა 20%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები