ორლანდო ბლუმი

ორლანდო ბლუმის ძაღლი დაიკარგა

CNN

ორლანდო ბლუმის შინაური ცხოველი პუდელი მაითი გაუჩინარდა. მსახიობი ორსულ ცოლთან, ქეითი პერისთან ერთად ძაღლს სანტა-ბარბარას ქუჩებში ეძებს. 

მსახიობმა თაყვანისმცემლებსაც სთხოვა დახმარება და Instagram-ის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

"მაითი მონტესიტოს რაიონში დაიკარგა. ყელსაბამზე ჩვენი ტელეფონის ნომერი აწერია. მპოვნელი ფულად ჯილდოს მიიღებს. გთხოვთ მხოლოდ რეალური ინფორმაცია გამომიგზავნეთ და შეურაცხყმყოფელი კომენტარებისგან თავი შეიკავეთ, ისედაც გულნატკენი ვარ" – წერს მსახიობი.

ბლუმმა მაითი 2017 წელს მოიშინაურა. მას შემდეგ განუყრელი მეგობრები ყველგან, ელიტარულ წვეულებებზეც კი ერთად დადიოდნენ.

 

კომენტარები