ოჯახში ძალადობა

POG: გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ცოლის წამებისთვის კაცს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა

www.geo.tv

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ცოლის წამებისთვის კაცს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

შემთხვევა 2020 წლის 13 იანვარს, ფოთში მოხდა. ზ.შ-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ცოლს დანით ჭრილობები მიაყენა და მოკვლით დაემუქრა. 

ზ.შ-ს ბრალი 11 პრიმა, 114 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით წარუდგინეს, რაც ოჯახის წევრის წამებას გულისხმობს. კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

კომენტარები