აუქციონი

მევერიკის ჩაფხუტი, როკი ბალბოას ხელთათმანები და სხვა კინოინვენტარი აუქციონზე გაიყიდება

Be Funky

მაღაზია Prop Store გეგმავს გრანდიოზულ აუქციონს, რომელზეც 850 კინოსთან დაკავშირებული ნივთი გაიყიდება. 

წარმოგიდგენთ რამდენიმე ცნობილი ფილმის ლოტების ფასებს:

  • კამერა, რომლითაც ალფრედ ჰიჩკოკის თავბრუსხვევაა გადაღებული - $50 000
  • როკი ბალბოას ხელთათმანები ფილმიდან როკი - $12 000
  • დარტ ვეიდერის კოსტიუმი ვარსკვლავური ომებიდან - $150 000
  • სამგამზომილებიანი მოდელი ფილმიდან უცხო - $300 000
  • მევერიკის ჩაფხუტი ფილმიდან ტოპ განი - $50 000
  • ლუიზას ქურთუკი ფილმიდან ტელმა და ლუიზა - $3000
  • კიტნის ევერდინის კოსტიუმი ფილმიდან შიმშილის თამაშები - $8000

აუქციონი მიმდინარე წლის 26 აგვისტოს დაიწყება. Prop Store კოლექციონერმა სტივენ ლეინმა 1998 წელს დაარსა. კომპანიას ფილიალები აქვს ლონდონსა და ლოს-ანჯელესში.

 

კომენტარები