არჩევნები 2020

კალაძე Edison Research-ის კვლევაზე: წინა ციფრი შეეშალათ, 3-ის მაგივრად 5 უნდა ყოფილიყო

"როდესაც ქართულ ოცნებას 39% დაუწერეს, სავარაუდოდ, წინა ციფრი შეეშალათ, 3-ის მაგივრად 5 უნდა ყოფილიყო", - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე Edison Research-ის კვლევას. 

Edison Research-ის გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე "საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას" გამოკითხულთა 39% პასუხობს, რომ ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 16% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 5% - ევროპულ საქართველოს

"დღეს პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო არის ერთადერთი ძალა ქვეყანაში, ვისაც რეალურად აქვს იმის შანსი, რომ ძალიან დიდი უმრავლესობით, შეიძლება, საკონსტიტუციო არა, მაგრამ ძალიან დიდი უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში ყოველგვარი კოალიციების გარეშე", - ამბობს კალაძე 

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 20%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას. დანარჩენი შედეგები კი შემდეგნაირად ნაწილდება: 

"ლეიბორისტული პარტია 3%, ლელო - 3%, ახალი საქართველოსთვის - 3%, პატრიოტთა ალიანსი - 3%, გირჩი - 2%, მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი) - 2%, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის (ნინო ბურჯანაძე) - 1%, გამარჯვებული საქართველო (ირაკლი ოქრუაშვილი) - 1%, სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია) - 1%, თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა) - 1%

კომენტარები