უბედური შემთხვევა

ორდღიანი ძებნის შემდეგ, ბათუმში, ზღვაში 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

on.ge

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ორდღიანი ძებნის შემდეგ ბათუმში გაუჩინარებული არასრულწლოვნის ცხედარი ზღვაში იპოვეს.

"საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 30-მდე მეხანძრე-მაშველი, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფი. ადგილზე მუშაობდა ორი სკუტერი და ორი ნავი. მობილიზებული იყო დრონი. ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა წყლის ფსკერის დათვალიერება" - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

კომენტარები