სემეკი

პარლამენტმა III მოსმენით მიიღო კანონი ენერგოკომპანიების წილების გასხვისების კონტროლზე

0 კომენტარი

88 ხმით არცერთის წინააღმდეგ პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები კანონში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება.

ცვლილებების თანახმად, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) შეეძლება, გამანაწილებელ კომპანიებს წილების გაყიდვა შეუზღუდოს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე კანონპროექტის განხილვა 14 ივლისის საღამოს, რამდენჯერმე გადადების შემდეგ დაიწყო და ღამის პირველ საათამდე გაგრძელდა.

კანონის მიხედვით, სანამ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების გამანაწილებელი კომპანია 5%-იან ან უფრო მსხვილ წილს გაყიდის ან მფლობელს შეიცვლის, ვალდებული იქნება, ამის შესახებ სემეკს აცნობოს. ამის შემდეგ სემეკს სამი თვე ექნება იმის განსახილველად, მისცემს თუ არა კომპანიას წილის გასხვისების ნებართვას.

სემეკი ამას "გონივრულ ვადას" უწოდებს "ტრანსაქციის, ოპერაციის განხორციელებისათვის".

სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ამბობს, რომ ამ ცვლილების საჭიროება წარსული გამოცდილებაა. დავით ნარმანია ლაპარაკობს წინა ხელისუფლების დროინდელ გარიგებებზე, რომლებმაც, მისი თქმით, "ნეგატიური გავლენა იქონია სისტემაზე". სემეკის თავმჯდომარეს ამის მაგალითად მოჰყავს ყაზტრანსგაზის შემოყვანა.

"ყველა ასეთი ოპერაცია, რომელიც შეიძლება იყოს არასასურველი, ქვეყნის ინტერესებზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე იქონიოს ნეგატიური გავლენა, ეს იქნება ბერკეტი, რომ არ გაუარესდეს მდგომარეობა". – თქვა დავით ნარმანიამ.

ოპოზიცია კანონპროექტს კრიტიკულად უყურებდა. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, რომან გოცირიძე ამბობდა, რომ კანონი ბიზნესს "საკუთარი ქონების, საკუთარი აქტივის განკარგვის უფლებას უზღუდავს".

"გვარი, სახელი და ბიოგრაფიული ცნობები უნდა იყოს ინვესტორისა, ვინც იყიდის ენერგეტიკის სექტორში რაიმე აქციებს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით არ შემოვა ინვესტიცია". – თქვა რომან გოცირიძემ.

ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიორგი კანდელაკის თქმით, კანონპროექტით, რისი დაჩქარებული წესით მიღებასაც სემეკი ითხოვს, საქართველოს სერიოზული ფინანსური ზიანი მიადგება, ვინაიდან ქართული კომპანიები ვეღარ შეძლებენ საფონდო ბირჟებზე წილების გატანას და ამით კაპიტალის მოზიდვას.  

"ასეთ შემთხვევაში, თუკი რაც შემოთავაზებული გაქვთ გავა, წარმოვიდგინოთ ქართული კომპანია, რომელსაც უნდა, რომ გავიდეს რომელიმე საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე და 20% გაიტანოს იქ და მოიზიდოს კაპიტალი. ამას ხომ ვერ გააკეთებს? ან კომპანია, რომელიც საკუთარი აქციებით ვაჭრობს საფონდო ბირჟაზე, აპირებს, რომ აქ შემოვიდეს, ხომ ვერც ეს მოხდება? ფულს ვკარგავთ, ასე გამოდის". – აცხადებდა გიორგი კანდელაკი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები