სასამართლო სისტემა

იუსტიციის საბჭომ პარლამენტს უზენაესის უვადო მოსამართლის პოსტზე ლევან თევზაძე წარუდგინა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის საბჭომ პარლამენტს უზენაესის უვადო მოსამართლის პოსტზე ლევან თევზაძე წარუდგინა. მას მხარი საბჭოს 10-მა წევრმა დაუჭირა.

ლევან თევზაძე უკვე არის უვადო მოსამართლე - ის სააპელაციო სასამართლოშია გამწესებული. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ირაკლი შენგელია კი მისი სიძეა - თევზაძის და შენგელიას ცოლია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ინტერესთა კონფლიქტზე ლაპარაკობს. ამასთან, ჯანეზაშვილი მიუთითებს, რომ თევზაძე ე.წ "მოსამართლეთა კლანის" წევრია.

"ამ შენობის კარი კლანის კიდევ ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლისთვის გაიღება, თუ პარლამენტი მას აირჩევს". - წერს ჯანეზაშვილი ფეისბუქზე.

ლევან თევზაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კონკურსში 2019 წელსაც მონაწილეობდა, თუმცა საბჭოში გასაუბრების შემდეგ კანდიდატურა მოხსნა. 2019 წლის 4 სექტემბერს მან ამ გადაწყვეტილების მიზეზი საჯაროდ განმარტა - ნათესაური კავშირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთან, ირაკლი შენგელიასთან.

უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლის ექვსი ვაკანტური თანამდებობაა.

კომენტარები