პრეზიდენტის ბულინგი

ლომჯარია ზურაბიშვილზე: ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება

0 კომენტარი

დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

"თუკი ის, როგორც პრეზიდენტი ან უმაღლესი მთავარსარდალი, დაექვემდებარება დისკრიმინაციას გენდერული ნიშნით, ან მის მიმართ გაკეთდება ისეთი განცხადებები, რომლებიც შეიცავენ დისკრიმინაციის წახალისებას გენდერული თუ სხვა ნიშნით, ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველს აუცილებლად ექნება რეაგირება, ისევე, როგორც ვახდენთ და მოგვიხდენია რეგირება მათ შორის მოქმედი თანამდებობის პირების განცხადებებზე.​

რაც შეეხება იმას, რომ ზოგადად თანამდებობის პირები ამ ქვეყანაში ხშირ შემთხვევაში ვექვემდებარებით ძალიან მკაცრ კრიტიკას და აგრესიულ განცხადებებს, ეს არის ჩვენი ვალდებულების შემადგენელი ნაწილი – ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება.

შესაძლოა, არ არის სასიამოვნო მისთვის [პრეზიდენტისთვის] ესა თუ ის შეფასება და კრიტიკა, მაგრამ ეს არის საჯარო პირის თმენის ვალდებულების შემადგენელი ნაწილი.

ჩემი მანდატი არ ითვალისწინებს, შევაფასო რომელიმე თანამდებობის პირს საზოგადოება აბულინგებს, თუ არა. არასწორი განცხადებები კეთდება, როცა თანამდებობის პირები სახალხო დამცველს სთხოვენ, დაიცვან ისინი საზოგადოების ბულინგისგან". – ამბობს ნინო ლომჯარია.

დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ადმინისტრაცია სახალხო დამცველს პრეზიდენტის მიმართ განხორციელებულ ბულინგზე რეაგირებისგან თავის არიდებაში ადანაშაულებს.

"შეგვიძლია თუ არა მოაქალაქეებს მთავარსარდლის დაბულინგება"? – წაიკითხეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები