Facebook კოლონია

Facebook ჯგუფში თითქმის 2 მილიონი ადამიანი თავს აჩვენებს, რომ ჭიანჭველაა

iStock / The Washington Post

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დახურულ Facebook ჯგუფში სახელწოდებით – "ჯგუფი, სადაც ყველა თავს ვაჩვენებთ, რომ ჭიანჭველები ვართ"

კონცეფცია ისეთივე მარტივია, როგორიც წესები: "ამ ჯგუფში ჩვენ ჭიანჭველები ვართ, ჩვენ თაყვანს ვცემთ დედოფალს და ვჭიანჭველობთ კოლონაში. თავი აარიდეთ პოლიტიკას, ნუ გამოიყენებთ სიძულვილის ენასა და ბულინგს, გახსოვდეთ თქვენი ჭიანჭველის ვინაობა". – ნათქვამია ჯგუფის აღწერილობაში.

ჯგუფი ემსახურება ადამიანის ძირითადი სოციალური საჭიროებების შესრულებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი პანდემიის დროს იზოლირებულნი არიან.

"ჩვენ ვართ სოციალური ცხოველები, ჩვენ გვჭირდება, ვიყოთ ჯგუფის ნაწილები და ეს არ ნიშნავს, რომ ჯგუფი სერიოზული უნდა იყოს. ჩვენი ინდივიდუალური სრულფასოვნებისთვის საჭიროა ვიყოთ თუნდაც არასერიოზული სოციუმის ნაწილები". – ამბობს ერინ დუპუზი, ფსიქოლოგიის პროფესორი, რომელიც შეისწავლის სოციალურ სარგებელსა და სოციუმის მნიშვნელობას ადამიანისთვის. იგი აღნიშნავს როლური თამაშებისა და ამგვარი სოციალური იდენტობის მნიშვნელობას ინდივიდებისთვის და ამბობს, რომ "როდესაც რაღაც ჯგუფს მივეკუთვნებით, თავს უკეთესად ვგრძნობთ", – არ აქვს მნიშვნელობა, როგორია ეს ჯგუფი.

ტრის ჩაილდს, რა თქმა უნდა, არ გაუაზრებია ფსიქოლოგიურ თეორიები, როდესაც მისთვის და მისი მეგობრებისთვის 2019 წელს ამ ჯგუფს ქმნიდა, მაგრამ, როდესაც დიდხნიანი დავიწყების შემდეგ, პანდემიის პერიოდში, ამ ჯგუფში 10 000 ადამიანი დახვდა, ყველაფერი შეიცვალა. ამას მოჰყვა "ვირუსული ტვიტი" და ჯგუფში ასიათასობით წევრის დამატებაც.

საკარანტინო პერიოდში ადამიანები ერთფეროვნებით იყვენენ "ავად". ისინი ყოველდღე ერთი და იმავე სოციალურ ქსელს მოიხმარდნენ და მუდმივად ეძებდნენ რაღაც განსხვავებულს. საბოლოოდ კი ეს სწორედ "ჭიანჭველათა კოლონია" აღმოჩნდა.

"ჩვენ მუდმივად ვუყურებთ, მაგალითად, Netflix-ს, რომ თავი დავაღწიოთ საკუთარ ყოველდღიურობასა და იმას, თუ რა ხდება მსოფლიოში. ამ ჯგუფშიც თქვენ არ უნდა იყოთ თქვენი თავი, არ უნდა ინერვიულოთ თქვენს ყოველდღიურობაზე და ფაქტია, რომ ჭიანჭველები ამას უზრუნველყოფენ". – ამბობს ტრისი.

ჯგუფში თქვენ არ გიწევთ ინერვიულოთ სხვა ჭიანჭველების დრამაზე, რადგან თქვენ არ იცით, ნამდვილია თუ არა იგი. ეს ყველაფერი გივსებთ სოციალური წრის მნიშვნელობას ცხოვრებაში და, ამავდროულად, არ გამძიმებთ არასაჭირო ნეგატიური ენერგიით.

პანდემიის პირობებში ჯგუფის ამგვარ "აფეთქებას" მისი სტატიკურობით ხსნიან. ეს იყო სივრცე, სადაც წესები და მოქმედებები არ იცვლებოდა და ყველანი კვლავინდებურად ისევ ისე "შრომობდნენ".

 

ავტორი – Travis M. Andrews

წყარო – The Washington Post

კომენტარები