ქობულეთი

მყვინთავებმა ქობულეთში, ზღვაში დაკარგული ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

ტაბულა

მყვინთავებმა ქობულეთში, მდინარე კინტრიშისა და ზღვის შესართავთან დაკარგული ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტაუციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. 

უწყების ინფორმაციით, დღეს, 18 ივლისს, შევიდა შეტყობინება, რომ სამ ადამიანს დახმარება სჭირდებოდა - მათგან ორის ზღვიდან გამოყვანა მოხერხდა, ერთს კი მყვინთავები აქამდე ეძებდნენ. 

საგანგებო სიტაუციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში 10 მაშველი იყო ჩართული.

კომენტარები