ფემიციდი

ქუთაისში ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს - გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

ქუთაისში ახალგაზრდა ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ქალს, სავარაუდოდ, ჭრილობა ცივი იარაღით ყელის არეში აქვს მიყენებული. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

მომხდარზე დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები