თბილისის ქუჩები, რომლებსაც 20 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 20 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიდუბის დასახლების, დეპოს, ზესტაფონის, ჭყონდიდელის, სტანისლავსკის, ფარეხისა და ალექსანდრე მრევლიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

15 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის, რკინიგზის, მახალდიანის, მანჯგალაძისა და ურიდიას ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ათონელის, ფურცელაძის, ორბელიანის, ბარათაშვილის, გოგჩას, მტკვრის, ვეკუას, სანაპიროსა და სულხანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ფონიჭალის დასახლების, დიუმას, პუშკინისა და კოტე აფხაზის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას, ჩაჩავასა და გიორგი ტერევერკოს ქუჩების მცხოვრებლებს.

10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თევდორე მღვდლის ქუჩის მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რესპუბლიკის მოედანის (ნაწილობრივ), ვეკუას, ფურცელაძის, სულხანიშვილის, ასათიანის, ბარათაშვილის, ორბელიანის, გუდიაშვილის, საქანელას, სანაპიროსა და თაბუკაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: საქსოფმანქანის დასახლების, ლილოს დასახლების II, V კვარტლების, ლილოს დასახლების, ღლონტის, იგორ ტყემალაძის, ორახელაშვილის, ფრანგულიანისა და კამოს ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის ხეივნის მცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მაჭავარიანის ქუჩის მცხოვრებლებს.

13 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლიხაურის ქუჩის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თამარ მეფის გამზირის, წინამძღვრიშვილისა და ბაქოს ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ" – აცხადებს თელასი.

კომენტარები