დღეს, 19 ივლისს, თბილისის მერი კახა კალაძე პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან ერთად ეწვია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
კალაძემ პირდაპირ ეთერში პროექტის სურათებიც გაუშვა. რეაბილიტაციის შემდეგ სივრცეს ასეთი სახე ექნება:
პარლამენტის წინა სივრცის რეაბილიტაცია მერიამ 2020 წლის იანვრის ბოლოს დაიწყო. ტერიტორია გადაიკეტა და მას მწვანე ღობე შეამოვლეს.