ქართული ოცნება

კობიაშვილი, სუბარი, სერგეენკო, სონღულაშვილი - "ოცნების" კანდიდატები TV იმედის ცნობით

ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, ქართული ოცნება საზოგადოებას მაჟორიტარობის შემდეგ კანდიდატებს წარუდგენს:

  • ახალციხე - ანტონ ობოლაშვილი;
  • რუსთავი - ნინო ლაცაბიძე;
  • ზესტაფონი - ბეჟან წაქაძე;
  • მცხეთა - შალვა კერესელიძე;
  • ბოლნისი - გოგი მეშველიანი;
  • საბურთალო - დავით სერგეენკო;
  • გლდანი - ლევან კობიაშვილი;
  • ისანი - სოზარ სუბარი;
  • რაჭა - გოჩა ენუქიძე;
  • გურჯაანი - დავით სონღულაშვილი;
  • თელავი - ირაკლი ქადაგიშვილი.

ეს არასრული სიაა.

პარტია ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი კანდიდატების სია დღეს, 19 ივლისს დაამტკიცა.

მმართველი გუნდი მაჟორიტარების სიას საზოგადოებას ხვალ, 20 ივლისს წარადგენს და საარჩევნო კამპანიასაც დაიწყებს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, მანდატები კი ასე გადანაწილდება: 120 მანდატი - პროპორციული სიით, 30 მანდატი - მაჟორიტარულით.

კომენტარები