ზურაბ ზვიადაურის დაჭრა

Imedinews: ახმეტაში ზურაბ ზვიადაური დაჭრეს

facebook.com/parliamentgeo

Imedinews-ის ინფორმაციით, ახმეტაში ოლიმპიური ჩემპიონი და ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ზურაბ ზვიადაური დაჭრეს.

სააგენტოს ცნობით, ზურაბ ზვიადაური ამჟამად ახმეტის რეფერალურ საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ზურაბ ზვიადაურმა 2004 წლის ათენის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოში ოქროს მედალი მოიგო. მოგვიანებით ის პოლიტიკაში წავიდა და 2012 წელს ქართული ოცნებიდან ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.

შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ აქვთ და ფაქტს ჯერ ვერ დაადასტურებენ.

 

 

კომენტარები