"ისაა სამი თაობით მთაწმინდელი და თბილისის ამ ულამაზესი უბნის გულშემატკივარი". – ასე წარადგინა "ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ, მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ოდიშარია.
ოდიშარია მთაწმინდა-კრწანისის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატია. ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარი კანდიდატები დღეს, 20 ივლისს, წარადგინა.
"ოცნების" საარჩევნო შტაბის უფროსის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, მმართველი გუნდის კანდიდატებს აერთიანებთ ერთი საერთო ნიშანი - წარმატება.
ქვეყნის მასშტაბით მმართველი პარტიის კანდიდატები იქნებიან:
- საბურთალო - დავით სერგეენკო, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი
- ვაკე - ნოდარ ტურძელაძე, ვაკის გამგებელი
- გლდანი - ლევან კობიაშვილი, დეპუტატი
- სამგორი - სოზარ სუბარი, ყოფილი მინისტრი
- მთაწმინდა - ბექა ოდიშარია, მოქმედი დეპუტატი.
- ისანი - კახი კახიშვილი, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი
- ნაძალადევი - მიხეილ ყაველაშვილი, მოქმედი დეპუტატი.
- დიდუბე-ჩუღურეთი - გია ვოლსკი, მოქმედი დეპუტატი.
- ზუგდიდი - ირაკლი ჩიქოვანი, პრემიერის მრჩეველი.
- ფოთი, ხობი, სენაკი - ირაკლი ხახუბია, მეწარმე, ქართული ოცნების წევრი.
- აბაშის, მარტვილის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს ოლქი - ალექსანდრე მოწერელია, რეგიონის მოქმედი გუბერნატორი.
- რუსთავი - ნინო ლაცაბიძე, თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრი.
- მარნეულის და გარდაბნის ოლქი - მოქმედი მერი ზაურ დარგალი;
- ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტები - გოგი მეშველიანი. ყოფილი გამგებელი.
- ქუთაისის ოლქი - ზაზა ლომინაძე, ექიმი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე.
- სამტრედია, წყალტუბოს, ვანის და ხონის მუნიციპალიტეტები - გივი ჭიჭინაძე. ქართული ხმების წევრი, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი.
- საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის ოლქი - პაატა კვიჟინაძე, ეკონომისტი, მოქმედი დეპუტატი.
- ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლის და ტყიბულის ოლქი - ბეჟან წაქაძე. ბიზნესმენი.
- გორის და კასპის ოლქი - გიორგი ხოჯევანიშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი.
- ხაშურის და ქარელის ოლქი - ზაზა დუგლაძე, მეწარმე.
- ამბორალური, ონი, ცაგერი, ლენტეხის და მესტიის ოლქი - გოჩა ენუქიძე, ქართული ოცნების წევრი, მოქმედი დეპუტატი.
- ახალციხის, ადიგენის, ბორჯომის და ასპინძის ოლქი - ანტონ ობოლაშვილი, ბიზნესმენი.
- ახალქალაქის და ნინოწმინდის ოლქი - სამველ მანუკიანი, მოქმედი დეპუტატი.
- ბათუმში - რესან კონცელიძე, სამართლის დოქტორი, იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.
- ქობულეთი - ზაალ მიქელაძე, ექიმი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი.
- ხულო, შუახევი, ქედის და ხელვაჩაურის ოლქი - ანზორ ბოლქვაძე, მოქმედი მაჟორიტარი.
- მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგის და თიანეთის ოლქი - შალვა კერესელიძე, რეგიონის მოქმედი გუბერნატორი.
- ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის ოლქი - ვასილ ჩიგოგიძე. ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსმა, ირაკლი კობახიძემ ის წარადგინა, როგორც "რეგიონის გამორჩეული წარმომადგენელი".
- თელავის, ახმეტის, ლაგოდეხის ოლქი - ირაკლი ქადაგიშვილი, კახეთის მოქმედი გუბერნატორი
- გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღის და დედოფლისწყაროს ოლქი - დავით სონღულაშვილი, მოქმედი მაჟორიტარი.