ევროპული საქართველო

ბოკერია ბრეგაძეზე: აჰმედ იმამკულიევი საქართველოს პატრიოტი და სამაგალითო ფიგურაა

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერ გიგა ბოკერიას, ნეოფაშისტური, პროპუტინური დაჯგუფების ლიდერის შესახებ დაუსვეს კითხვა.

სანდრო ბრეგაძემ 20 ივლისს გიგა ბოკერია და ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე სეპარატისტული ტენდენციების გაღვივებაში დაადანაშაულა.

"ეს არის პროპუტინური ძალების და ხელისუფლების ერთობლივი, მორიგი კამპანია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა სანდრო ბრეგაძის განცხადების იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც, მარნეულში "დაძრწის იმამკულიევის ბანდა" და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს.

"აჰმედ იმამკულიევი არის ევროპული საქართველოს ლიდერი ამ რეგიონში, არის საქართველოს პატრიოტი და სამაგალითო ფიგურა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისეთი, როგორიც სჭირდება საქართველოს ინტერესებს სწორედ და მის წინააღმდეგ მიმართული ეს კამპანია, ისევე, როგორც ყველაფერი, რაც ხდება განსაკუთრებით ივანიშვილის რეჟიმის დროს ამ რეგიონებში, არის სწორედ საქართველოს ერთიანობის, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა წარმოშობის მოქალაქეებს შორის ეთნიკური შუღლის გაღვივება". – ამბობს გიგა ბოკერია. 

დეპუტატის შეფასებით, როდესაც ამ ტიპის ჯგუფებთან, როგორიც ქართული მარშია, ხელისუფლება ალიანსშია, ეს უკვე დიაგნოზი და პოლიტიკური განაჩენია. გიგა ბოკერიას თქმით, ამ ყველაფერს წერტილი დაესმება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ. 

"თავისუფლება იარსებებს და ამ თავისუფლებით ცუდი ხალხიც ისარგებლებს, მაგრამ წახალისება ამ ტიპის ჯგუფების, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის შიგნით უმცირესობებს და ყველა ჩვენი მოქალაქის ინტერესებსაც უპირისპირებიან, აღარ ექნება მომავალი ხელისუფლებისკენ". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

კომენტარები